სალიჰამიჯიჩმა პავარი დაადასტურა

რეკორდმაისტერებმა მსოფლიო ჩემპიონი დაიყოლიეს

მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა, რომ ბენჟამინ პავარი შტუტგარდს დატოვებს და ახალი სეზონიდან სწორედ რეკორდმაისტერთა ღირსებას დაიცავს.

 

„შეთანხმება მიღწეულია და უკვე შემიძლია დავადასტურო, რომ ახალი სეზონიდან პავარი ბაიერნის მაისურს მოირგებს. ფრანგი ფეხბურთელი გუნდთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. პავარი ბაიერნს 2019 წლის პირველ ივლისს შეუერთდება.“-განაცხადა ბოსნიელმა.

2018 წელს საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და პავარმა ამაში დიდი წვლილი შეიტანა. მუნდიალის შემდეგ მასზე მოთხოვნა იყო. 22 წლის მცველით ლივერპული და პირადად იურგენ კლოპი ინტერესდებოდა.