მორატა შესაძლოა ლა ლიგაში დაბრუნდეს

მორატას სამშობლოში ელოდებიან

სევილია ამ თვეში ალვარო მორატას გადაბირებას შეეცდება. როგორც გუნდის სპორტულმა დირექტორმა ხოაკინ კაპაროსმა განაცხადა, ანდალუსიელებმა უკვე დაიწყეს ამ საკითხზე მუშაობა, თუმცა მიზნის მიღწევა არცთუ ისე მარტივი იქნება.

 

Diario AS-ის ცნობით, ფეხბურთელის აგენტი ესპანეთშია და კლუბთან მოლაპარაკებებს მართავს. მორატა ჩელსის 2017 წლის ზაფხულში რეალიდან 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბრიტანელებმა მასში დიდი თანხა გადაიხადეს, ტრანსფერი მარტივი გასაჩარხი არ უნდა იყოს. არის შანსი, რომ სევილიამ მორატა სეზონის ბოლომდე იჯარით დაიმატოს.

 

26 წლის ფეხბურთელი ამ სეზონს არცთუ ისე კარგად ატარებს. აგვისტოდან მოყოლებული ესპანელმა 24 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.