მანჩესტერმა მოურინიუს 15 მილიონი გადაუხადა

კლუბი და მწვრთნელი ერთმანეთს მილიონებით დაშორდნენ

მანჩესტერმა ჟოზე მოურინიუს მწვრთნელის პოსტიდან ნაადრევად გათავისუფლებისთვის კომპენსაციის სახით 15 მილიონი გირვანქა გადაუხადა.

 

 „ყველა პრობლემა მოგვარებულია. მანჩესტერსა და მოურინიუს ერთმანეთთან პრეტენზიები არ აქვთ“, - უთხრეს დეილი მეილს მანჩესტერის პრეს-სამსახურში. 

 

55 წლის პორტუგალიელის ერთ-ერთმა მეგობარმა კი თქვა, რომ ჟოზე ახალი სამსახურის დაწყება ახლავე შეუძლია, თუმც არ ჩქარობს და თუ არაფერი საგანგებო, ზაფხულამდე არსად დასაქმდება.

 

 

„ყველაზე ნაკლებს ახალ სამსახურზე დარდობს. სხვადასხვა გუნდებიდან მას ბლომად წინადადება აქვს, თუმც გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ აპირებს“, - თქვა მოუს ახლობელმა.

 

 გავიხსენოთ, რომ ჟოზე მოურინიუ მანჩესტერმა არასახარბიელო შედეგების გამო პოსტიდან 18 დეკემბერს 2.5 წლიანი მუშაობის შემდეგ დაითხოვა.