საბურთალოს ახალწვეულები

საბურთალომ ზამთრის თასზე ორი ახალწვეული წარადგინა: ცენტრალური მცველი ლევან კაკუბავა და უკრაინელი მეკარე დენის შელიხოვი.

კაკუბავა ბოლოს საჩხერის ჩიხურაში თამაშობდა. რაც შეეხება 29 წლის შელიხოვს, იგი ბელორუსის პრემიერლიგის კლუბ მინსკის ლუჩში გამოდიოდა. ახალწვეულებმა საბურთალოსთან ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

 

კაკუბავას არა მხოლოდ მცველად, საყრდენ ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში. მეტიც, ბოლო პერიოდში სწორედ საყრდენი იყო. კაკუბავა თამაშობდა დინამოში, ბორჯომში, მეტალურგში, ცხინვალის სპარტაკში, ომონიასა და სამტრედიაშიც. ასევე, საქართველოს ნაკრებში აქვს 4 მატჩი ჩატარებული.