პეტრა და სიდნეი

ჩეხი მელბურნში ამაღლებული განწყობით მიემგზავრება

ავსტრალიის ღია პირველობამდე, ჩოგბურთელებმა სხვადასხვა ტურნირებზე ბოლო მოთელვა გაიარეს. ერთ-ერთი, სიდნეის წარმომადგენლობითი შეჯიბრი იყო, რომელიც ჩეხი პეტრა კვიტოვას ტრიუმფით დასრულდა.

 

მსოფლიოს მერვე ჩოგანმა, ტურნირის ფინალში ავსტრალიელ ეშლი ბარტის სამ სეტში - 1/6, 7/5, 7/6 აჯობა. ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ საკმაოდ გამოცდილ კვიტოვას, მასპინძელთან, რომელიც რეიტინგის მე-15 ნომერია საკმაოზე მეტად გაუჭირდა, თუმცა საწადელს მაინც მიაღწია.

 

ამრიგად, პეტრა კვიტოვა, რომელმაც კარიერაში 26-ე ტიტული მოიხვეჭა მელბურნში ამაღლებული განწყობით მიემგზავრება და ვინ იცის, იქნებ იქ მსოფლიოს პირველ ჩოგნობასაც გამოჰკრას ხელი. ამის ალბათობა დიდიაო ვერ ვიტყვით, თუმცა გარკვეული შანსები არსებობს.