ტოტენჰემმა რეალს ფასი დაუსახელა

ბლანკოსს კეინის სანაცვლოდ ასტრონომიულ თანხას სთხოვენ

უკვე კარგა ხანია, რაც მადრიდის რეალს ტოტენჰემიდან ჰარი კეინის გადაბირება სურს. მას მერე, რაც გუნდი კრიშტიანუ რონალდუმ დატოვა, ბლანკოსს ისეთი ფეხბურთლის შეძენა უნდა, რომელიც გოლების პრობლემას მოაგვარებს.

 

ცბობილია, რომ მადრიდელებმა პრემიერლიგელებს ისევ მიმართეს სატრანსფერო წინადადებით, პოჩეტინოს გუნდმა კი ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულებს ასტრონომიული თანხა დაუსახელა. AS-ის ინფორმაციით, ბრიტანული გუნდი გოლეადორში 350 მილიონ ევროს ითხოვს.

 

ბოლო წლებია კეინი ტოტენჰემის ერთ-ერთი ლიდერია, გარდა ამისა იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებშიც მოიხსენიება. ამ სეზონში ჰარიმ 30 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.