ინტერმა იკარდის ალტერნატივა იტალიაშივე ნახა

ნერაძურის ამბიციური გეგმები აქვს

ბევრი იწერება მაურო იკარდის ინტერიდან წასვლის შესახებ. ფორვარდს რამდენიმე გრანდი ეპატიჟება. ნერაძური მას კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს, თუმცა ფეხბურთელი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს.

 

აქედან გამომდინარე მილანელებმა მისი შემცვლელის ძიება დაიწყეს. Tuttosport-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მაურო ინტერს დატოვებს, სან სიროს ბინადრები იუვენტუსიდან პაულო დიბალას გადაბირებას შეეცდებიან. თავის მხრივ უნდა ითქვას, რომ დიბალას გადაბირებით მადრიდის რეალი, პსჟ და ლივერპულიც სერიოზულად არიან დაინტერესებულები.

 

რაც შეეხება იკარდის, მას მანჩესტერი, რეალი, პსჟ და ჩელსი იწვევენ.