წლის უიღბლო დასაწყისი

ტოკიოში ჰაცუ ბაშო დაიწყო

ტოკიოში, „რიოგოკუ კოკუგიკანის"  დარბაზში დაიწყო სუპერტურნირი სუმოში - ჰაცუ ბაშო, რომელშიც ყველა უძლიერესი ფალავანი იღებს მონაწილეობას. სხვებთან ერთად არის ლევან გორგაძეც, იგივე ტოჩინოშინი. 

 

ადრეც ვწერდით, რომ ქართველი სუმოისტის წლის პირველ ბაშოზე გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, რადგან მას ბარძაყის კუნთი აწუხებს, რომელიც ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე გაიწყვიტა. ტოჩინოშინმა ბაშოზე მონაწილეობა მაინც გადაწყვიტა, თუმცა აშკარაა, რომ სრული , რომ ტრავმა შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში ხელს უშლის, რაც ჰოკუტოფუჯისთან ბრძოლის დროსაც თვალნათლივ გამოჩნდა.

 

იაპონელ სუმოისტს ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 2:1 უგებდა, თუმცა ახლა უკვე ანგარიში გათანაბრდა. ჰოკუტოფუჯიმ ტოჩინოშინს აჯობა.

 

ამრიგად, ლევან გორგაძემ წლის პირველი ბრძოლა წააგო, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ მიუხედავად ტრავმისა, ის ძალებს მოიკრებს და ჰაცუ ბაშოს დადებითი ბალანსით დაასრულებს.