მუნირი ბარსელონას გამოემშვიდობა

ბარსელონასთვის ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო. კარიერაში ახალი ეტაპის დროა.

მუნირ ელ ჰადადიმ ბარსელონამ დატოვა და კარიერას სევილიაში გააგრძელებს. 23 წლის ფეხბურთელმა ანდალუსიელებთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

 

„ბარსელონას აკადემიაში 16 წლის ასაკში მოვედი, ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს ბალუგრანას მთავარ მეთამაშა. აქ გავიზარდე, თამაში საუკეთესო ფეხბურთელებთან მიწევდა, რაც ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო.

 

ბლაუგრანასთვის ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. ახლა დროა კარიერაში ახალ ეტაპზე გადავიდე.

 

ბარსა ყოველთვის ჩემს გულში იქნება. გუნდს წარმატებებს ვუსურვებ“-განაცხადა ესპანელმა თავდამსხმელმა.