კოუტინიომ გადაწყვიტა

ბოლო პერიოდში რამდენჯერმა დაიწერა, რომ ფელიპე კოუტინიოს ბარსელონას დატოვება სურს. როგორც ჩანს ბრაზილიელმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

ბოლო პერიოდში ფელიპე კოუტინიოზე არაერთი ცნობა დაიწერა. ცნობილი იყო, რომ ბრაზილიელი ბარსელონაში მისი პოზიციით უკმაყოფილო იყო და გუნდის დატოვებასაც არ გამორიცხავდა. გარდა ამისა კოუტინიოთი მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდება. კატალონიელები მასში 140 მილიონ ევროს ითხოვენ.

 

The Mirror-ში დაიწერა, რომ ფეხბურთელი გუნდის დატოვებას არ აპირებს და ბარსელონაში დარჩენა კიდევ დიდხანს სურს.

 

„ლივერპულმა ყველაფერი გააკეთა, რომ შევენარჩუნებინე, თუმცა ბარსელონაში თამაში ჩემი ოცნება იყო მინდოდა ბლაუგრანას მაისური მომერგო. მიხარია, რომ ეს ოცნება ამიხდა, ახლა ბარსას ფეხბურთელი ვარ და აქედან წასვლას არ ვაპირებ.“-განაცხადა კოუტინიომ.

 

26 წლის შემტევი ესპანურ გრანდს წინა წლის დასაწყისში შეუერთდა. ამ დრომდე კოუტინიომ ვალვერდეს გუნდში 47 შეხვედრა ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.