ლაშა ლომაძის დებიუტი

ქართველი მორაგბე შეცვლაზე შევიდა

ინგლისის ჩემპიონშიფის ‘დონკასტერში’ სადებიუტო მატჩი ჩაატარა ბორჯღალოსანმა ლაშა ლომიძემ (44 კეპი, 6 ლელო), რომელიც ახალ გუნდს ახალი წლის წინ შეუერთდა.

 

26 წლის მორაგბემ, რომელსაც ინგლისში აქამდეც უთამაშია (ლონდონ აირიშში), მიმდინარე სეზონი საფრანგეთის პრო დე2-ის ‘ორიაკში’ სამედიცინო ჯოკერის სტატუსით დაიწყო, ახლა კი ინგლისში დაბრუნდა და 12 იანვარს ‘ქოვენთრისთან’ სტუმრად გამართულ მატჩში შეცვლაზე 73-ე წუთზე შევიდა.

 

ამ დროს მისი გუნდი 20:17 იგებდა, მერე კი ერთი ჯარიმაც გაიტანა და 23:17 იმარჯვა. ‘ქოვენთრი’ 24 ქულით მე-7 პოზიციაზეა, ‘დონკასტერმა’ კი 21 მოაგროვა და მე-9 ადგილზეა.