ბარტრა: დედაჩემი ახსენა, თანაც, სამჯერ

ბეტისი–რეალს (1:2) ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ლა ლიგის მატჩში რეალის 18 წლის შემტევმა ვინიციუსმა და ბეტისის გამოცდილმა მცველმა მარკ ბარტრამ რაღაც ვერ გაიყვეს.

აი, რა თქვა ბარტრამ, რომელიც ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრებშიც თამაშობდა:

 

„ვინიციუსი მინდორზე უფრო იწვა, ვიდრე ფეხბურთს თამაშობდა. ვუთხარი, ნუ სიმულიანტობ–მეთქი, მაგრამ ღორის შვილი მიწოდა და დედაჩემი ახსენა, თანაც, სამჯერ. ვინიციუსი ტექნიკური ბიჭია, მაგრამ რეალის მსგავს გუნდში სხვაგვარად უნდა იქცეოდნენ“.