ალექსანდრე იაშვილი: შევეცდებით წინ ვიაროთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ზამთრის თასი შეაფასა 

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულებული ზამთრის თასის შემდეგ, ზედიზედ მესამედ ჩატარებული გათამაშებისა შესახებ leadersport-თან კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა.

 

"ამ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება შესვენების დროს ფეხბურთისგან სიამოვნების მიღებაა. სასიხარულოა, რომ ამის შესაძლებლობა აქვს გულშემატკივარსაც, ჩამოსულ სტუმრებსაც და ჩვენც.

 

კარგია, რომ დარბაზში მოსულ ქომაგს აქვს შესაძლებლობა ვარსკვლავური დონის ვეტერანი ფეხბურთელების თამაში კვლავ იხილოს.

 

ტურნირი უკვე მესამედ ჩატარდა და ტრადიციული სახე მიიღო, შევეცდებით, რომ შემდეგი წლების განმავლობაში კიდევ უფრო წინ ვიაროთ და ამ ტურნირით ქართული ფეხბურთის ქომაგს სიამოვნება მივანიჭოთ".-თქვა ალექსანდრე იაშვილმა.

 

ზამთრის თასზე იაშვილმა სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად ლეგენდების  გათამაშებაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც  წინა ორი გათამაშების გამარჯვებულმა საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა