ანდერსონმა ხელი დაგვიქნია

ავსტრალიის ღია პირველობას მე-6 ჩოგანი გამოეთიშა

ავსტრალიის ღია პირველობა ნელ-ნელა ხურდება და სენსაციებიც მატულობს. წლის პირველმა დიდმა სლემმა უკვე მეორე ტოპ ათეულის ჩოგბურთელი მოისაკლისა. ამერიკელი ჯონ ისნერის გზას, სახმრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონიც გაუდგა, რომელიც მსოფლიოს მე-6 ჩოგანია.

 

სამხრეთ აფრიკელმა მეჩოგნემ, 20 წლის ფრენსის ტიაფოსტან წააგო, რომელიც ამერიკული ჩოგბურთის იმედი და მომავალია. ტიაფო რეიტინგში 39-ე პოზიციაზეა და თავისთავად წყვილის ფავორიტად უპირობოდ ანდერსონი მიიჩნეოდა, თუმცა მან გულშემატკივარს იმედები გაუცრუა. ტიაფომ მეტოქე 4 სეტში - 4:6, 6:4, 6:4, 7:5  დაამარცხა.

 

მესამე წრეში, ფრენსის ტიაფოს მეტოქე იტალილი ანდრეას სეპი იქნება.