შეუჩერებელი მარია

მესამე წრეში შარაპოვას სერიოზული გამოცდა ელის

რუსი ჩოგბურთელი, მარია შარაპოვა ავსტრალიის ღია პირველობას მართლაც რომ იდეალურ ფორმაში შეხვდა. ყოველშემთხვევაში, პირველი ორი წრე მან სულ ღიღინ-ღიღინით გაიარა.

 

ამჯერად, შარაპოვამ რებეკა პეტერსონს სულ თავბედი აწყევლინა და ორ სეტში - 6:2, 6:1 მოუგო. 23 წლის შვედმა ჩოგბურთელმა, შარაპოვას წინააღმდეგობა მხოლოდ მატჩის სტარტზე გაუწია, როდესაც ანგარიში 2:3 გახადა და იქვე ბრეიქის შესრულებაც შეეძლო, თუმცა არაფერი გამოუვიდა და საბოლოო შეხვედრა ისე დათმო ჯამში 3 გეიმის მეტი ვერ მოიგო.

 

მესამე წრეში კი მარია შარაპოვას სერიოზული გამოცდა ელის. კორტზე, ერთმანეთის პირისპირ ორი ლამაზმანი დადგება. შარაპოვა, ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედ ჩემპიონს კაროლინ ვოზნიაცკის დაუპირისპირდება.