რეალმა პირველი ტრანსფერი შეათანხმა

უკვე გადაწყვეტილია, რომ სამეფო გუნდი იანვარში, არგენტინელ ფეხბურთელს დაიმატებს. 

მადრიდის რეალმა ზამთრისთვის პირველი ტრანსფერი უკვე შეათანხმა. გადაწყვეტილია, რომ რივერ პლეიტის ნახევარმცველი, ეზიკიელ პალასიოსი კარიერას სამეფო გუნდში გააგრძელებს.

სამხრეთ ამერიკელი შემტევი, ბლანკოსის ღირსებას 2024 წლამდე დაიცავს. ესპანელებს ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაუჯდებათ. იყო ვარიანტი, რომ სოლარის გუნდს ფეხბურთელი 2019 წლის ივნისში დაემატებინა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, რეალის ხელმძღვანელობას ზაფხულამდე დაცდა არ სურს.

პალასიოსი სამშობლოში ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელია. 2015 წელს იგი არგენტინის 17 წლამდე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო, სწორედ იმ ნაკრების, რომელმაც 3 წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

მიმდინარე წელს მას არგენტინის ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი. პალასიოსმა ალბისელესტეს რიგებში 2 ამხანაგური მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება რივერ პლეიტს, ამ კლუბში იგი 2015 წლიდან გამოდის. რივერის მაისურით მან 46 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.