რონალდო - რაშია მისი ბრწყინვალება

ფრაზები, ფაქტები და მნიშვნელოვანი მომენტები ფენომენზე

ლუის ნაზარია დე ლიმა რონალდო მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება მისი უნიკალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

 

დაზუსტებით ვერავინ იტყვის ყველა დროის საუკეთესოა თუ არა, თუმცა ამის გადასაწყვეტად ბევრი ფაქტორის განხილვაა საჭირო. გასათვალისწინებელია ის დრო, რომელშიც ბრაზილიელი გოლეადორი თამაშობდა. ახლა საუკეთესოს გამორჩევის დროს კამათს მუდამ ორ ფეხბურთელამდე მივყავართ, ესენი არიან კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი.

 

რაც შეეხება ბრაზილიელს, გაუთავებელმა ტრავმებმა და მკურნალობამ მას საუკეთესოს წოდება ჩამოართვა.  სტატიაში რამდენიმე მიზეზია, რის გამოც შესაძლოა იგი ყველა დროის საუკეთესოდ მივიჩნიოთ.