ვერცხლიც და ოქროც დოპინგმა წაიღო

დავით მოძმანაშვილი დოპინგზე ჩავარდა

ქართული სპორტისთვის სამწუხარო ამბავი მოხდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, სადაც აღნიშნულმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დავით მოძმანაშვილს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ვერცხლის მედალი ჩამოერთვა.

 

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 120 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ფალავანმა ფინალში უზბეკ არტურ ტაიმაზოვთან წააგო და შესაბამისად ვერცხლს დაეუფლა, თუმცა 2017 წელს საინტერესო რამ მოხდა. ტაიმაზოვს, სისხლში აკრძალული პრეპარატები აღმოაჩნდა და სოკ-მაც მას ოქროს მედალი ჩამოართვა, ხოლო ჩემპიონად სწორედ დავით მოძმანაშვილი გამოცხადდა.

 

ბედის ირონიით, დოპინგზე ჩენებური მოჭიდავეც ჩავარდა. ხელმეორე კვლევამ, მოძმანაშვილს სისხლში პრეპარატი ტურინაბოლი აღმოუჩინა, რომლის გამოყენებაც სპორტსმენებს ეკრძალებათ და ქართელ მოჭიდავესაც დისკვალიფიკაცია მისცეს.

 

დავით მოძმანაშვილი საქართველოს ნაკრებში დიდი ხანია აღარ ჭიდაობს. 2017 წელს, მან მოქალაქეობა გამოიცვალა და უზბეკეთის სახელით აზიის ჩემპიონი გახდა, მაგრამ 2012 წელს მოპოვებული ვერცხლი, რომელიც შემდეგ ოქროდ იქცა საქართველოს ეკუთვნოდა, ახლა კი ქართულ ყულაბაში ერთით ნაკლები ოლიმპიური მედალი ჩხრიალებს.