როჯერი წინ მიიწევს

ფედერერის მომდევნო მეტოქე სტეფანოს ციციპასია

დიად როჯერ ფედერერს სულ რაღაც საათნახევარი დასჭირდა ახალგაზრდა ამერიკელის, ტეილორ ფრიცის დასამარცხებლად. შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, მეტოქეს სამ სეტში - 6:2, 7:5, 6:2 მოუგო და ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში გავიდა.

 

21 წლის ფრიცმა, 37 წლის როჯერს წინააღდეგობა მხოლოდ მეორე სეტში გაუწია. 

 

მელბურნის კორტებზე, როჯერ ფედერერი თავს იდეალურად გრძნობს და ტიტულის დასაცავად მომდევნო წრეში სტეფანოს ციციპასთან დაპირისპირება ელის, რომელმაც თავისმხრივ ჩვენებურ ნიკოლოზ ბასილაშვილს აჯობა.