სარიზე მაგარია მარინა?!

ჩელსიმ იგუაინი მოაგვარა

იტალიური კორიერა დელა სპორტის ცნობით, გონსალო იგუაინი, ვინც იუვენტუსის საკუთრებაა და მილანში იყო განათხოვრებული, ამჟამად ლონდონშია და სამედიცინო შემოწმებისთვის ემზადება. 

 

ყველაფერი შეთანხმებულია - იგუაინი ექიმების შემოვლის შემდეგ ჩელსისთან სეზონის ბოლომდე გააფორმებს კონტრაქტს, უფრო სწორად ასე იუვე და ლონდონური კლუბი შეთანხმდნენ, მერე და მერე კი ჩელსი არგენტინელი ფორვარდის ერთი წლით დატოვებასაც შეეცდება. 

 

იგუაინის ტრანსფერის ინიციატორი არისტოკრატთა მწვრთნელი მაურიციო სარი გახლავთ, თუმც კლუბის ქალბატონი დირექტორი მარინა გრანოვსკაია არგენტინელის პერსპექტივას ლონდონში ბუნდოვნად ხედავს... დავიჯეროთ, მარინას ფეხბურთში სარიზე მეტი გაეგება?!

 

მთელს ამ სამკუთხედში კი ყველაზე საწყლად მილანი მოსჩანს, რომელსაც ისეც  შეტევის პრობლემა ჰქონდა და იგუაინის გარეშე, ალბათ, მთლად ჩაფლავდება...