კაჭარავა პოლონეთიდან დაინახეს

ნიკა კაჭარავა პოლონურ პოზნანის ლეხს სურს. ამის შესახებ კვიპროსული Sport-Fm წერს.

ლეხი ცნობილი კლუბია და კარგ სეზონსაც ატარებს: ჩემპიონატში მესამე ადგილზეა.

 

როგორც იცით, კაჭარავა კვიპროსის ანორთოსისშია, სადაც სწორედ პოლონური გუნდიდან, კორონადან გადავიდა. ნიკამ კვიპროსული ლიგის საწყისი ტურები უშედეგოდ ჩაატარა, მაგრამ წლის ბოლოს მოუმატა.

 

სხვათა შორის, ანორთოსისის პრეზიდენტი ანდრეას პანტელისიც ამბობს, რომ კაჭარავას მსურველები გამოუჩნდნენ. ვნახოთ...