ბორნა აღარ ხუმრობს

14 ეისი და 5 ბრეიქი დაეხმარა ბორნა ჩორიჩს ფილიპ კრაიანოვიჩთან მატჩში გასამარჯვებლად, რითიც ხორვატი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხე წრეში გავიდა.

 

ხორვატი მეჩოგნე რეიტინგის მე-12 ნომერია, ხოლო კრაიანოვიჩი 83-ე და შესაბამისად წყვილის ფავორიტადაც ჩორიჩი მიიჩნეოდა. მანაც გულშემატკივართა იმედები არ გააცრუა და მეტოქე 2/6, 6/3, 6/4, 6/3 დაამარცხა.

 

მეოთხედფინალში გასასვლელად ჩორიჩი დიდი ალბათობით ლუკას პუილეს დაუპირისპირდება.