ანრიმ თვალი მანჩესტერელს დაადგა

მონეგასკები ხმაურიანი ტრანსფერისთვის ემზადებიან. 

მარუან ფელაინის ლიგა 1-ში ეპატიჟებიან. Sun-ის ინფორმაციით, ფრანგის გადაბირება მონაკოს სურს. აღნიშნული წყარო გვამცნობს, რომ ფელაინის გადაყვანის ინიციატორი ტიერი ანრია. აქვე გეტყვით, რომ მონეგასკებს ფელაინის სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანა უნდათ.

 

ცნობისთვის ბელგიელით არაერთი გუნდია დაინტერესებული. მისი გადაბირება ფენერბახჩეს, მილანსა და ერთ-ერთ ჩინურ გუნდს სურთ.

 

სათქმელია, რომ ფელაინის მანჩესტერში კარგი დრო არ უდგას. მას მერე, რაც გუნდი ოლე გუნარ სულშერმა ჩაიბარა, ბელგიელს თამაში თითქმის არ უწევს. ამ სეზონში საყრდენი მოედანზე 21 მატჩში გამოჩნდა და 2 გოლი გაიტანა.

 

სათქმელია, რომ ანრიმ ფელაინის შესაძლებლობები კარგად იცის. იგი ბელგიის ნაკრებში რობერტო მარტინესის ასისტენტად მუშაობდა და ფელაინისთან ერთად დიდი დროის გატარება მოუწია.