მოდრიჩმა გულშემატკივრები დაამშვიდა

სიმართლე გითხრათ ძალიან მშვიდად ვარ და ჩემს მომავალზე არ ვღელავ.

წინა წლის საუკეთესო ფეხბურთელმა, ლუკა მოდრიჩმა მის მომავალზე ისაუბრა. მოგეხსენებათ ფეხბურთელს რეალთან კონტრაქტი 18 თვეში ეწურება და გახანგრძლივებას ჯერ არ ჩქარობს, აქედან გამომდინარე ამ საკითხზე არაერთი ცნობა ვრცელდება და გულშემატკივრებიც დაბნეულნი არიან.

 

„სიმართლე გითხრათ ძალიან მშვიდად ვარ და ჩემს მომავალზე არ ვღელავ. რეალთან ხელშეკრულება კიდევ 18 თვით მაკავშირებს, თუმცა გუნდში დარჩენა უფრო დიდხანს მსურს. აქ ბედნიერი ვარ და ბლანკოსიდან წასასვლელად მიზეზი არ მაქვს.“-განაცხადა ხორვატმა Marca-სთან საუბრისას.

 

მოდრიჩი რეალში 2012 წელს ტოტენჰემიდან გადავიდა და გუნდთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. ამ სეზონში მან 27 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა მის სახელს ინტერს უკავშირებენ. არახალია, რომ ნერაძურის მესვეურებს მოდრიჩის შეძენა ძალიან უნდათ.