მილანი ფორვარდს დაიმატებს

იტალიურ გრანდს მალე ამ სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა შეუერთდება

არახალია, რომ მილანი თავდამსხმელის ძიებაშია. ცნობილია, რომ გუნდს მალე გონსალო იგუაინი დატოვებს და ჩელსის შეუერთდება, როსონერის კი კარგა ხანია, რაც თავდამსხმელის ყიდვა სურს.

 

იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ განაცხადა, რომ იტალიელები მალე კრიჟტოფ პიოტეკს დაიმატებენ. რომანოს თქმით, სან სიროს ბინადრები ჯენოას დათანხმდნენ და გენუურ გუნდს 35 მილიონ ევროს გადაუხდიან.

 

პიოტეკი შესანიშნავ სეზონს ატარებს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა. ჩეზარე პრანდელის შეგირდებს იგი წინა წლის აგვისტოში კრაკოვიადან შეუერთდა. ამ სეზონში პიოტეკმა 21 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 19-ჯერ აიღო.

 

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მისი დამატება სეზონის ბოლომდე იჯარის წესით მადრიდის რეალსაც სურს.