ბარსელონამ ბოატენგი გაიფორმა

განელმა შემტევმა ბლაუგრანაში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. 

კევინ პრინც ბოატენგმა ბარსელონასთან კონტრაქტი გააფორმა. ბლაუგრანამ განელი შემტევი სასუოლოდან სეზონის ბოლომდე იჯარით 8 მილიონად გამოსყიდვის უფლებით დაიმატა.

 

„მიხარია, რომ ბარსელონას ფეხბურთელი ვარ. ბლაუგრანაში თამაში ყველას ოცნებაა და გამონაკლისი არც მე ვარ. ჩემთვის დიდი პატივია ისეთ გუნდში თამაში, როგორიც ბარსელონაა.

 

აქ ყოფნის პერიოდში მაქსიმალურად შევეცდები გუნდს რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანო. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემი სათამაშო სტილი ბარსელონასას შეეფერება და დარწმუნებული ვარ კატალონიელებთან ერთად წარმატებებს მივაღწევ.“-განაცხადა განელმა ფეხბურთელმა გუნდის პრესსამსახურთან საუბრისას.