გაგამარუს ერთი მოგება აშორებს

ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე ტომოკაზე იქნება

ტოკიოში წლის პირველი ბაშო მიმდინარეობს. გეცოდინებათ, რომ ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ ტურნირიდან მოხსნა გადაწყვიტა, რადგან ტრავმამ არ მისცა საშუალება შესაძლებლობები სრულად გამოევლინა.

 

 ჰაცუ ბაშო უქართველოდ მაინც არ დარჩენილა. შეჯიბრში მონაწილეობას თეიმურაზ ჯუღელი - გაგამარუ აგრძელებს, რომელმაც უკვე 7 გამარჯვება მოიპოვა და დადებით ბალანსამდე ერთი მოგება აშორებს.

 

გაგამარუმ, ტურნირის მე-11 დღეს, ჯურიოს დივიზიონში, ყველაზე მსუბუქ მეტოქეს ეფექტური გდებით მოუგო. ენჰო მხოლოდ 100 კილოგრამს იწონის, ხოლო გაგამარუ მასზე ორჯერ მძიმეა.

 

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჰაცუ ბაშოზე თეიმურაზ ჯუღელს 4 მარცხის წილ  7 გამარჯვება დაუგროვდა. მისი მომდევნო მეტოქე ტომოკაზე იქნება.