ბითაძეს ოკლაჰომას უკავშირებენ

NBA-ს 2019 წლის დრაფტი 20 ივნისს გაიმართება

19 წლის ქართველ კალათბურთელზე ბოლო პერიოდში ბევრი იწერება. ამას წინათ, ლიდერსპორტმა გოგა ბითაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუც შემოგთავაზათ. ბუდუჩნოსტის ახალგაზრდა ცენტრი, რომელიც მონტენეგროულ გუნდში ცოტა ხნის წინ სერბული მეგა ბიმაქსიდან გადავიდა, დიდი ალბათობით კარიერას ოკეანისგაღმა გააგრძელებს.


ბიტაძის ორმაგი დუბლი რეალთან

გამოცემა NBAdraft.net იმ კალათბურთელთა სიას აქვეყნებს, რომლებიც კარიერას ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გააგრძელებენ. სასიხარულოა, რომ ამ ჩამონათვალში გოგა ბითაძე 24-ე ნომრად მოხვდა.

 

ნბა-ს დრაფტი 20 ივნისს გაიმართება და აღნიშნული გამოცემა, საქართელოს ნაკრების კალათბურთელს პირველივე ეტაპზე არჩევას უწინასწარმეტყველებს. უფრო მეტიც, გოგა ბითაძის მომავალ კლუბად ოკლაჰომა სახელდება.