დე იონგი აიაქსს ტოვებს

ჰოლანდიელის ტრანსფერი 75 მილიონი ევრო დაჯდა

ბარსელონამ საკმაოდ საინტერესო ტრანსფერი გაჩარხა. 1 ივლისიდან, კატალონიელთა მაისურს ფრენკ დე იონგი მოირგებს. ჰოლანდიის ნაკრების და აიაქსის ნახევარმცველი ბარსელონას 75 მილიონი ევრო დაუჯდა.

 

21 წლის ფეხბურთელმა ბარსელონასთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.

 

როგორც თავში ავღნიშნეთ, დე იონგი ესპანეთში ამ ზაფხულს გადაბარგდება, მანამდე კი ის ამსტერდამულ გუნდში დარჩება და აიაქსს როგორც ჰოლანდიის ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმარება.

 

შეგახსენებთ, აიაქსს თებერვალში რეალთან მერვედფინალური ჯახი უწევს.