გორგოძე ნახევარფინალშია

ავსტრალიის ღია პირველობის პარალელურად, მწვანე კონტინენტზე ITF-ის საერთაშორისო ტურნირიც მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდიც 60 ათასი დოლარია. ქალაქ ბერნშია ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ეკატერინე გოგროძე.

 

ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 3 მატჩი მოიგო და უკვე ტურნირის ნახევარფინალშია. პირველ წრეში გერმანელი ანა ზაიას დამარცხების შემდეგ, გორგოძემ ამერიკელი მუჰამადი და ესპანელი სილვია სოლერ-ესპინოსაც მათ გზას გაუყენა და ფინალში გადასასვლელად ავსტრალიელ ბელინდა ვულკოკს დაუპირისპირდება.

 

ეკა გორგოძე რეიტინგის 164-ე ჩოგანია, ხოლო მისი მეტოქე 774-ე პოზიციაზეა.