გორგოძისთვის ბერნი დასრულდა

მატჩი დაძაბული გამოდგა და 3 სეტს გაგრძელდა

საქართველოს პირველ  ჩოგანს  ეკატერინე გორგოძეს სულ ცოტა დააკლდა ITF-ის საერთაშორისო ტურნირის ფინალში გასასვლელად, რომლის საპრიზო ფონდიც 60 ათასი დოლარია.

 

ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირზე 3 მატჩი მოიგო და ნახევარფინალს უწია, იქ კი მეტოქედ ავსტრალიელი ბელინდა უოლკოკი ჰყავდა, რომელიც რეიტინგის 774 ჩოგანია.

 

მატჩი დაძაბული გამოდგა და 3 სეტს გაგრძელდა. უოლკოკმა პირველი სეტი 6:3 მოიგო, მეორე პარტიაში გორგოძემ 6:1 იმარჯვა და იმედი გაჩნდა, რომ თამაშსაც მოიგებდა, მაგრამ მესამე სეტში ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ჩვენებური 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზურიც მოიპოვა.