კარასკოზე ტაციაობაა

ბელგიელ შემტევზე დიდი მოთხოვნაა. კარასკოს ამჯერად იტალიური გრანდი იწვევს.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე, იანიკ კარასკოზე არაერთი ცნობა გავრცელდა. უცხოელი ტაბლოიდების ცნობით, მისი გადაბირება არაერთ გრანდს სურს.

 

 Football Italia-ში ვკითხულობთ, რომ ბელგიელი შემტევის საკუთარ რიგებში ხილვა, ინტერის მესვეურებსაც სურთ. ცნობილია, რომ ნერაძურის ბოსები მას ანტონიო კანდრევას შემცვლელად მოიაზრებენ.

 

რაც შეეხება კარასკოს, ამ დროისთვის იგი დალიან იაფინგის ღირსებას იცავს. 25 წლის ფეხბურთელი ჩინელებს წინა წლის მარტში შეუერთდა. აზიელთა მაისურით მან 26 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო. აქვე გეტყვით, რომ იანიკის გადაბირება მანჩესტერ იუნაიტედისა და არსენალის მესვეურებსაც აქვთ მოწადინებული.