ოსაკას ირმის ნახტომი

ის სამეფო სპორტის ისტორიაში პირველი აზიელი ჩოგბურთელია, რომელიც რეიტინგს სათავეში ჩაუდგება

2019 წლის სეზონი,  ნაომი ოსაკასთვის დიდებულად დაიწყო. იაპონელმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო და კარიერაში მეორე დიდი სლემის ჯილდო ჩაიხუტა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

 

ოსაკა ამიერიდან რეიტინგის პირველი ნომერიც იქნება. 21 წლის ჩოგბურთელი, სამეფო სპორტის ისტორიაში პირველი აზიელია, რომელიც კლასიფიკაციას სათავეში ჩაუდგება. ნიშანდობლივია, რომ შარშან ამ დროს ოსაკა მსოფლიოს 72-ე ჩოგანი იყო, ზუსტად 12 თვეში კი არნახული ნახტომი გააკეთა.

 

აქვე ისიც ვთქვათ, რომ მელბურნში ტრიუმფით, ნაომი ოსაკამ საბანკო ანგარიში 4,1 მილიონი ამერიკული დოლარითაც შეივსო.