მარსიალი ესპანელებმა მოინიშნეს

მარსიალზე სატრანსფერო ჭორები არ წყდება. ფრანგი ლა ლიგის კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს.

როგორც ჩანს ენტონი მარსიალის შესახებ ჭორები არ წყდება. ფრანგი შემტევი ხან რომელ გუნდს დაუკავშირეს და ხან რომელს.

 

ESPN-ში დაიწერა, რომ მე-11 ნომრით სევილიაც დაინტერესდა. ანდალუსიელები მის გადაბირებას იანვარშივე შეეცდებიან. მარსიალს წითელ ეშმაკებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა შეთანხმება მიღწეულია და 23 წლის ფეხბურთელი მალე ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. მიუხედავად ამისა ესპანელები მის გადაბირებას მაინც აპირებენ.

 

გარდა სევილიასი მარსიალისადმი ინტერესს ტოტენჰემი, იუვენტუსი, ჩელსი, ბაიერნი და ატლეტიკოც იჩენენ. ამ სეზონში ენტონიმ 25 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.