რეალის ლაზარეთში მატებაა

ბლანკოსს ლიდერი რამოაკლდა

ლა ლიგის 21-ე ტურში მადრიდის რეალი ესპანიოლს ესტუმრა და 4:2 დაამარცხა. მადრიდელთაგან თითო გოლი სერხიო რამოსმა და გარეთ ბეილმა გაიტანეს, დუბლი კი კარიმ ბენზემას ანგარიშზეა. მასპინძელთა მაისურით თავი ლეო ბაპტისტაომ და რობერტო როზალესმა გამოიჩინეს.

 

სათქმელია, რომ ამ შეხვედრაში სერხიო რამოსმა ტრავმა მიიღო. ბლანკოსის კაპიტანი ერთ-ერთ ეპიზოდში დაშავდა, მატჩის გაგრძელებას კი შეეცადა, თუმცა მოედნის დატოვება მოუწია. პირველი ტაიმის შემდეგ მის ნაცვლად მოედანზე ნაჩო ფერნანდესი გამოჩნდა.

 

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რა სახის ტრავმა აწუხებს და რა დროს გამოტოვებს მეოთხე ნომერი. რაც შეეხება რეალის სატურნირო მდგომარეობას, სოლარის გუნდი ლა ლიგაში 39 ქულით მესამე ადგილზეა.