აზიის თასზე სკანდალის სუნი დატრიალდა

გაყიდა თუ არა ჩინეთის ნაკრების 4 მოთამაშემ ირანთან მატჩი?

არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში აზიის თასის გათამაშება მიმდინარეობს, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება. 1 თებერვალს ჩემპიონის ვინაობაც გვეცოდინება. ფინალშია უკვე იაპონიის ნაკრები, რომელმაც ნახევარფინალში ირანს 3:0 მოუგო და მეტოქეს უცდის. 29 იანვარს, ფინალის მეორე საგზურისთვის ყატარის და საუდის არაბეთის ნაკრებები ითამაშებენ.

 

ამასობაში კი შესაძლოა ძალზედ სკანდალური ამბავი „გასკდეს“, რომელიც სწორედ მიმდინარე აზიის თასს უკავშირდება. თურმე ნუ იტყვით და ჩინეთის ნაკრების 4 ფეხბურთელს ტოტალიზატორში ფსონი საკუთარი გუნდის წაგებაზე დაუდია. ამის შესახებ, ერთ-ერთმა ჩინელმა ფეხბურთელმა მეგობრებს სოციალური ქსელის მეშვეობით, ე.წ. მესენჯერში გაანდო.

 

მოკლედ, მეოთხედფინალში, ჩინეთის ნაკრები ირანს დაუპირისპირდა. ინკოგნიტო ფეხბურთელის თქმით, ნაკრების 4 მოთამაშემ ფსონიც სწორედ ამ მატჩის წინ გააკეთეს და საკმაოდ სოლიდური თანხა თავიანთ წაგებაზე დადეს, რომელთაგან ორი ნახევარმცველია, ორიც კი მცველი. მათი გვარების ჩამოთვლა კი ნამდვილად არაფერს მოგვცემს. სათქმელია, რომ ამ კვარტეტიდან ორმა 90 წუთი ითამაშა, ის ორი კი შესვენებაზე შეცვალეს.

 

მატჩი ირანმა 3:0 მოიგო. აქვე ისიც ავღნიშნოთ, რომ ჩინეთის ნაკრები აზიის თასის ორ-ორგზის ვერცხლის და  ბრინჯაოს პრიზიორია