NBA-ს მიმოხილვა

NBA-ს მიმოხილვა

დილით NBA-ში რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა. შარლოტ ჰორნეტსმა ნიუ იორკ კნიქსს უმასპინძლა და მეოთხე მეოთხედში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე, 101-92 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კევინ ნოქსი იყო, რომელმაც 19 ქულას, 1 პასს და 3 მოხსნას მოუყარა თავი. მასპინძელთა მხრიდან გამორჩეული ჯერემი ლემბი გახლდათ. ამერიკელი გუნდს 15 ქულით, 3 პასითა და 9 მოხსნით დაეხმარა.

მორიგი შეხვედრა მოიგო გოლდენ სტეიტმა, რომელმაც ინდიანა პეისერსს ესტუმრა და სოლიდური სხვაობით 132-100 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში უდაოდ საუკეთესო იყო სტეფ კარი. სტუმართა კალათბურთელმა სუპერვარსკვლავი გუნდს 26 ქულით, 3 პასით და 6 მოხსნით დაეხმარა. ასევე კარგი მატჩი ჰქონდა მაილს ტერნერს, რომელიც 16 ქულით, 1 პასით და 6 მოხსნით გამოირჩა.

მორიგი შეხვედრა მოიგო ბოსტონ სელტიკმა. ბრედ სტივენსის გუნდმა ბრუკლინ ნეთსი მიიღო და ცუდად ჩატარებული ბოლო მეოთხედის მიუხედავად, მეტოქე 112-104 დაამარცხა. მატჩის უდაოდ საუკეთესო მოთამაშე დეანჯელო რასელი გახლდათ, რომელიც გუნდს 25 ქულით, 4 პასით და 6 მოხსნით დაეხმარა. ასევე გამორჩეული იყო ჯეილენ ბრაუნი, რომელმაც აქტივში 21 ქულა, 2 პასი და 6 მოხსნა ჩაიწერა.

დღის ყველაზე დაძაბული და საინტერესო მატჩი მემფის გრიზლისა და დენვერ ნაგეთსის დაპირისპირება იყო. შეხვედრა სტუმართა სასარგებლოდ 95:92 დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ მთელი მატჩი მემფისის სასარგებლოდ მიდიოდა, თუმცა ბოლო მეოთხედში მოპოვებული უდიდესი უპირატესობის ხარჯზე გამარჯვება სტუმრებს დარჩათ. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი 28 ქულით, 3 პასით და 9 მოხსნით მარკ გასული გახლდათ. ასევე მშვენიერი მატჩი ჰქონდა ნიკოლა ჯორიჩს. სერბმა 24 ქულა, 3 პასი და 5 მოხსნა მოაგროვა.

ასევე საინტერესო და დაძაბული გამოდგა ლოს ანჟელეს კლიპერსისა და ატლანტა ჰოუქსის დაპირისპირება. ბოლო მეოთხედში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე შეხვედრა ჰოუქსის გამარჯვებით 123-118 დასრულდა.