ბენფიკა - გუნდი სხვა პლანეტიდან

ის რაც გვარდიოლამ და მოურინიომ ვერ შეძლეს 

32:0 - ეს ის ანგარიშია, რომელიც ინგლისის კრიკეტის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში შეიძლება დააფიქსიროს, მაგრამ ფეხბურთში ასეთი რამ ფაქტობრივად წარმოუდგენელია. თუმცა შეუძლებელი არაფერია ბენფიკას ქალთა გუნდისთვის, რომელიც ფანტასტიკურ სეზონს ატარებს.

ანგარიშის ნახვის შემდეგ ბევრი ჩვენგანი ჩათვლიდა, რომ ეს სასკოლო გუნდებს შორის გამართული დაპირისპირება იყო, თუმცა ბენფიკამ 32 გოლი პროფესიონალურ დონეზე, პორტუგალიის ეროვნული სერია D-ს მეორე დივიზიონში, პეგოს კარში გაიტანა, თანაც ისე, რომ არწივების მეკარეს საქმე არ ჰქონია.

საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბენფიკას ქალთა გუნდი მეტოქეს ძალიან დიდი უპირატესობით ამარცხებს, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ლისაბონელებმა 16-დან 16 შეხვედრა მოიგეს, 293 გოლი გაიტანეს და თავად ერთიც კი არ გაუშვიათ.

პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიმ წინა სეზონში 106 გოლი გაიტანა, რაც პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგად შეფასდა, თუმცა პორტუგალიური კლუბისთვის ასეთი მაჩვენებლის დაფიქსირება არასრულ ნახევარ სეზონში აღმოჩნდა შესაძლებელი.

გატანილი 32 გოლიდან 10 ბენფიკას თავდამსხმელის დარლენ სოუზას ანგარიშზეა, რომელსაც 14 ტურის შემდეგ უკვე 80 ბურთი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავის უპირობო ლიდერია, მაშინ როდესაც ჟოზე მოურინიოს მანჩესტერ იუნაიტედმა ინგლისის ჩემპიონატის წინა სეზონი 68 გოლით დაასრულა.


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეორე ადგილზე მყოფ სპორტინგთან ბენფიკას ბურთების შეფარდება ასეთია +97.