იუვენტუსი რონალდუზე არ ჩერდება

იუვენტუსი ისევ რეალის ფეხბურთელის გადაბირებას აპირებს. იტალიელები მარსელოსთან ერთად ზამთარში კიდევ ერთი ფეხბურთელის შეძენას შეეცდებიან

 

როგორც ჩანს ბოლო პერიოდია, რაც იუვენტუსის სამიზნეები რეალის ფეხბურთელები არიან. იტალიელებმა კრიშტიანუ რონალდუ გადაიბირეს და ფაქტია, ტრანსფერი აშკარად ამართლებს. შემდეგ მარსელოს შეძენაზე დაიწყეს ზრუნვა და ბოლო ცნობებით ყველაფერი ზამთარში გადაწყდება.

ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიანკონერის შეფობას ბლანკოსიდან კიდევ ერთი ფეხბურთელის გადაბირება სურს. როგორც Football Italia იუწყება, იტალიელთა ახალი სამიზნე კეილორ ნავასია. მას შემდეგ, რაც რეალში კურტუა გადავიდა, კოსტა რიკელმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. ამით სარგებლობას იუვე აპირებს და იანვარში მის შეძენას შეეცდება.

ამ თემაზე რამდენიმე კვირის წინაც იწერებოდა. მაშინ ითქვა, რომ სერია ა-შ ჩემპიონები შჩესნისა და პერინის თამაშით კმაყოფილნი იყვნენ, თუმცა როგორც ჩანს სიტუაცია შეიცვალა.