იუვენტუსმა ფეხბურთელი დაიბრუნა

იუვენტუსში მესამედ

მარტინ კასერესი იუვენტუსში დაბრუნდა, ამჯერად უკვე მეორედ. ურუგვაელი მცველი ტურინელებმა ლაციოდან სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დაიმატეს. ამის შესახებ იუვენტუსის ოფიციალური საიტიდან ვგებულობთ.

 

კასერესისთვის ბებერი ქალბატონი უცხო არაა. 31 წლის ფეხბურთელი ბიანკონერიში ჯერ 2009-10 ხოლო შემდეგ 2011-16 წლებში გამოდიოდა და გუნდთან ერთად არაერთი ტიტული მოიგო. იუვენტუსის გარდა მარტინს ურუგვაულ სპორტინგში, ვილიარეალში, რეკრეატივოში, ბარსელონაში, სევილიაში, საუთჰემპტონში, ვერონაში და როგორც უკვე გითხარით ლაციოში უთამაშია.

 

რაც შეეხება იუვენტუსის სატრანსფერო ამბებს, გუნდი მალე აარონ რემზის დაიმატებს, გარდა ამისა იტალიელებს ისკო და მარსელოც ჰყავთ მონიშნული.