ვინ დაწერა ქართული ფეხბურთის ისტორია?

საქართველოს ყველა დროის 11 საუკეთესო ფეხბურთელი კობა ინასარიძის ვერსიით..

ერთი ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ფრთიანი ფრაზა გამახსენდა, საქართველოში როგორ ყველა მწვრთნელიაო... ისე, მართლა და, რომ დაუკვირდე, ასე არ არის?! გაივლი, გამოივლი, ორი კაცი ფეხბურთზე თუ ლაპრაკობს, ესე იგი, კამათობს. კამათი და ფეხბურთი ხომ ერთმანეთისთვის არის, მით უმეტეს, საქართველოში. 


ჩვენი სამსახურიც ამგვარი ყოველდღიურობისგან შედგდება... ერთის ვაჟი ფეხბურთელია... მეორეს, ყველაზე ნიჭიერი ქართველის, გიორგი ქინქლაძის თამაში არ უნახავს და ამბობს,  ის ერთი ქართველი ბიჭის ნახევარადაც არ ღირსო... მესამეა და, ფეხბურთის ცქერის 40-წლიანი სტაჟით იკვეხნის... ერთი კოხტა გოგონაც გვყავს, ვიდეო-მემონტაჟე და ამბობს, გამოკითხვას თუ მოაწყობთ, მეც ჩემს აზრს დავაფიქსირებო...

 

იმ დღესაც ერთი მორიგი კამათი გაჩაღდა. „ძველებს“ თავიანთი აპოლოგეტები ჰყავდათ, „ახლებს“ - თავიანთი. კარგა ხანის მეტოქეობა გვქონდა, ბოლოს, ლიდერბეთის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან ასეთი დავალება რომ მივიღე: ყველა დროის საუკეთესო 11 ფეხბურთელი ჩამოთვალე და მკითხველის სამსჯავროზე გავიტანოთო... ვუპასუხე, რომ ძალიან სუბიექტური ვიქნები... 


- როცა სიტყვა ფეხბურთზეა, ყველანი სუბიექტურები ვართ, - მომიგო მან.

 

მართალია! 


სამი-ოთხი დღე ვიფიქრე, მერე, ავდექი და ყველა დროის საუკეთესო 11 ქართველი ფეხბურთელი ჩამოვწერე... უფრო მეტი მინდოდა, ალალად მინდოდა, მაგრამ რაკი 11 დავთქვით, გავრისკე და მხოლოდ 11 ჩამოვწერე... 


სუბიქტური თუ ვარ? რა თქმა უნდა... 

 

თქვენ არა? ცხადია, თქვენც. რა ვარიანტიც უნდა ჩამოწეროთ, მოპაექრე მაინც ბევრი გამოგიჩნდებათ... 


ჩვენი ჩანაფიქრის მიზანიც ეგ არის -  თქვენც თქვით საქართველოს ისტორიაში საუკეთესო 11 ფეხბურთელი... 


აბა, წავედით, ჩემი 11 ასეთია:

 


- პირველი ქართველი ვარსკვლავი, ვის ნაკვალევზეც განვითარდა კიდეც ჩვენი ფეხბურთი. ქართული ფეხბურთის ბერმუხა. 

 

 

- დინამოს მაისურით ითამაშა 17 სეზონი და ჩაატარა ყველაზე მეტი მატჩი. მოგვიანებით დინამოს მწვრთნელიც გახლდათ. 

 

- ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი. ჩემპიონთა ლიგის ორგზის მომგები.

 

 

- ფეხბურთის ნამდვილი პროფესორი, სსრკ ნაკრების კაპიტანი. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი.

 

 

- სსრკ ნაკრების კაპიტანი, 60-იანი წლების ერთ-ერთი რჩეული ცენტრალური მცველი. 

 


- ითამაშა ევროპის ნაკრებში. ყველაზე ელეგანტური ქართველი ფეხბურთელი.  სენტ ეტიენი იუვენტუსში წასული პლატინის შემცვლელად განიხილავდა.

 

 

- 1970-იანი წლების მიწურულისა და 80-იანების დასაწყისის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი. საბჭოთა კავშირის ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი. 

 

 

- ყველაზე სახალხო ფეხბურთელი, ვისთან სიახლოვის გამოც ქომაგი ტრიბუნას იცვლიდა. იმ პერიოდში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა გარემარბი.  ფეხბურთელი, ვინც მსოფლიო ნაკრებში იყო დაპატიჟებული. 

 

 

- ევროპის ერთ-ერთმა საუკეთესო მარჯვენა გარემარბმა დინამოში შემადგენლობაში 8 სეზონი ჩაატარა. 1964 წლის ჩემპიონობაში იყო მისი დიდი წვლილი. არის 1960 წლის ევროპის ჩემპიონი და ფინალში გოლის ავტორი. ევრო-60-ის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს.

 

 

- მან ესტაფეტა სწორედ სლავა მეტრეველისგან მიიღო, ქართველ ქომაგს კი ფლანგზე ცვლილება არ უგრძვნია. ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული სტილის გარემარბი. 

 

 

- საქართველოს ნაკრების საუკეთესო მეგოლე. საქართველოს, ჰოლანდიის, შოტლანდიის ჩემპიონი.