ნეიმარს დიდი დრო გაუცდება

იმ შემთხვევაში თუ პსჟ მანჩესტერის ბარიერს დაძლევს, ნეიმარმა შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური მატჩიც გამოტოვოს. 

არახალია, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი ტრავმირებულია. საფრანგეთის თასის მატჩში პსჟ-მ სტრასბურგი 2:0 დაამარცხა და სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავიც სწორედ ამ შეხვედრაში დაშავდა.

 

თავიდან ცნობილი იყო, რომ ფეხბურთელს დიდი დრო არ გაუცდებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა არსებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქმე იმაშია, რომ 26 წლის ფეხბურთელს გამოკვლევები ჩაუტარეს და დადგინდა, რომ იგი გუნდს 10 კვირის მანძილზე ვერ დაეხმარება. აქედან გამომდინარე თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ ნეიმარი ჩემპიონთა ლიგაში არამხოლოდ მანჩესტერთან გასამართ მატჩებს, არამედ ლიგის პირველ 1/4 ფინალურ შეხვედრასაც გამოტოვებს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ პარიზელები წითელი ეშმაკების ბარიერს დაძლევენ.

 

არადა ამ სეზონს ფეხბურთელი საკმაოდ მაღალ დონეზე ატარებს. აგვისტოდან მოყოლებული მან პარიზელთა მაისურით 23 შეხვედრა ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.