რეალი კიდევ ერთი სამხრეთ ამერიკელით დაინტერესდა

სამეფო კლუბი არგენტინელი ტალანტის შეძენას შეცდება 

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდის რეალი არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ ლანუსის 20 წლის მოთამაშის პედრო დე ლა ვეგას შეძენას შეეცდება.

Diario as-ის ცნობით, სამეფო კლუბზე გარემარბმა შთაბეჭდილება სამხრეთ ამერიკის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოსვლით მოახდინა. ამ ტურნირზე მონაწილეობას ლოს ბლანკოსის კიდევ ერთი ახალი შენაძენი, ბრაზილიელი ტალანტი როდრიგოც იღებდა.

ლანუსის მოთამაშემ 2017 წელს, კონტინენტის საუკეთესო ახალგაზრდის ტიტული მიიღო და სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კლუბის პრეზიდენტი ნიკოლას რუსიო ამბობს: "მსოფლიოს რამდენიმე უდიდესი კლუბი მისი შეძენით ინტერესდება, თუმცა ჯერჯერობით მყარი შემოთავაზება არ მიგვიღია".

პედრო დე ლა ვეგა ლანუსის ძირითად გუნდში მიმდინარე სეზონში დააწინაურეს, რის მერეც 9 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.