ბაქო და ბროლის დარბაზი

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბროლის დარბაზში“ გაიხსნება

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) დელეგაცია ევროპის XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დედაქალაქ ბაქოს სტუმრობდა. EOC-ის წარმომადგენლებმა ბაქო-2019-ის საორგანიზაციო კომიტეტთან მულტისპორტული ღონისძიებისთვის მზადების მსვლელობა, სპორტული პროგრამა, მედია- აკრედიტაციის საკითხები და სხვა აქტუალური თემები განიხილეს.
 

 

„ჩვენთვის EOC-თან დიალოგი მეტად მნიშვნელოვანია. 2015 წელს წარმატებით ჩატარებული პირველი ევროპული თამაშების შემდეგ, აზრებაიჯანის დედაქალაქში მოუთმენლად ველით ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრას“, - განაცხადა ბაქო - 2019-ის საოპერაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიკი ეფენდიმ.

 

ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა მონაწილე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისთვის აკრედიტაციების დაწყების ვადა - 22 იანვარი 1 მარტით შეცვალა. დელეგაციათა ხელმძღვანელთა სემინარებისთვის 5-7 მაისია ჩანიშნული.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიები შედგება სპორტულ - საკონცერტო კომპლექს „ბროლის დარბაზში“. 

 

ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე (21-27 ივლისი) ევროპის 50 ქვეყნის 3600 სპორტსმენსა და ოფიციალურ პირს ელოდებიან.