თურანი დიდ შარშია

ინციდენტი, შარშან ოქტომბერში სტამბოლის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა

თურქეთის ნაკრების, ბარსელონას და ატლეტიკოს ყოფილ ფეხბურთელს არდა თურანს 12 წლით ციხე ემუქრება ემუქრება. მას ბრალად, თურქ მომღერალზე, ბერქი საჰინზე თავდასხმა ედება.

 

ინციდენტი, შარშან ოქტომბერში სტამბოლის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა, ხოლო მას შემდეგ რაც თურქულმა ტელეარხმა სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული კადრები ოფიციალურად გაასაჯაროვა და ნათელი გახდა, რომ ვეტერანი ფეხბურთელი დიდ შარში გაეხვეოდა.

მარკას ინფორმაციით, არდა თურანი, რომელიც ბარსელონას სტალბოლის ბასაქშეჰირში იჯარის წესით ჰყავს გაშვებული, სერიოზული ბრალდებების წინაშე აღმოჩნდა, რომელთა  შორის არის სექსუალური ძალადობა, განზრახ დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება-მოხმარება . თურქული მედიის ინფორმაციით, საჰინი თავის ცოლ ოზლემ ადასთან ერთად კლუბში იმყოფებოდა, როცა თურანი შეხვდა. საჰინის თქმით, არდამ მის ცოლს უცენზურო კომპლიმენტი უთხრა: "შენ ძალიან ლამაზი ხარ, დაქორწინრბული რომ არ იყო, შენთან ერთად წამოვიდოდი".

 

სავარაუდოდ თურანმა მას დაარტყა, საჰინი კი საავადმყოფოში გატეხილი ცხვირით მიიყვანეს. სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, მაშინ, როცა თურანი საჰინთან საავადმყოფოში ბოდიშის მოსახდელად მივიდა, მაგრამ ატლეტიკოს ყოფილმა თავდამსხმელმა თან იარაღი მიიტანა და საჰინს უთხრა -  "მესროლე თუ გინდა".

 

თურანმა, რომელსაც  370 ათასი ევროს ოდენობით საკმაოდ მსუყე ჯარიმის გადახდა მოუხდა მალევე ინსტაგრამზე განცხადება გაავრცელა:

 

 „მსურს გამოვეხმაურო პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას. მყარი არგუმენტი მაქვს იმისა, რომ იმ დღეს მეგობრებთან ერთად ბარში ვიმყოფებოდი და ინციდენტიც პროვოცირებული იყო. შეუძლებელი იყო მოთმენა“.

 

 

სასამართლო სხდომა 19 ივნისს გაიმართება.