რენესანსი – ცხრაწლიანი შესვენების მერე

ფაბიო კვალიარელა კვლავ იტალიის ნაკრებშია. რობერტო მანჩინიმ 36 წლის ფორვარდი გამოიძახა შეკრებაზე.

შესაძლოა, ასაკისთვის არც მიგვექცია ყურადღება, რომ არა პერიოდი ნაკრების გარეშე. კვალიარელამ სკუადრა აძურაში ბოლოს 2010 წელს ითამაშა, ანუ 9 წლის წინ.

 

იტალიას მარტის ბოლოს შესარჩევის მატჩები ელის ფინეთთან და ლიხტენშტაინთან. მანჩინიმ კი 4–5 თებერვლისთვის შეკრება დაგეგმა და სამპდორიას ფორვარდიც გამოიძახა. რატომაც არა? კვალიარელას რენესანსი აქვს კარიერაში, 16 გოლი გაიტანა სერია ა–ში და ბომბარდირთა სიას ზემოდან დაჰყურებს.