ყატარი – პირველი და ისტორიული ჩემპიონობა

აზიის თასი ყატარმა მოიგო. პირველად ისტორიაში. ფინალში ყატარელებმა 3:1 სძლიეს იაპონიას. დიახ, ეს ის ყატარია, სადაც 2022 წლის მუნდიალი უნდა ჩატარდეს.

და უნდა ჩატარდეს 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე. აბა, იქ ზაფხულში თამაში კი არა, სუნთქვა ჭირს...

 

ყატარის ჩემპიონობა სენსაცია იყო. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ალმოეს ალი, რომელმაც 9 გოლი გაიტანა. რეკორდია: აქამდე არასოდეს არავის გაუტანია ფინალურ ეტაპზე ამდენი...ალმოეს ალი ყატარული ალ–დუაილის თავდამსხმელია.

 

ყატარის ნაკრებს ესპანელი ფელიქს სანჩესი წვრთნის. ის 10 წელი მუშაობდა ბარსელონას აკადემიაში, ხოლო ყატარში 2014 წლიდან მუშაობს. ჯერ ასაკობრივ ნაკრებებში, ხოლო ორი წელი კი მთავარ ნაკრებში.