იანვარი მანჩესტერისაა

მანჩესტერელები ინდივიდუალურადაც ბრწყინავენ

პრემიერლიგაში იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად მანჩესტერის თავკაციოლე გუნარ სულშერი დაასახელეს. ნოერვეგიელმა ისეთ სპეციალისტებს აჯობა, როგორებიც შონ დაიჩი და რალფ ჰანსელფატი არიან. წინა თვეში წითელმა ეშმაკებმა ნიუკასლთან, ტოტენჰემთან და კარდიფთან 3-3 ქულა აიღეს, ხოლო ბარნლისთან ქულას დასჯერდა.

 

რაც შეეხება თვის საუკეთესო ფეხბურთელს, ეს პრიზი მარკუს რაშფორდმა არავის დაუთმო. ახალგაზრდა ფორვარდმა წინა თვე მართლაც მშვენივრად ჩაატარა. მეათე ნომერმა იანვარში პრემიერლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში 3 გოლი გაიტანა. სულ რაშფორდის ანგარიშზე ამ სეზონში 29 მატჩში გატანილი 9 გოლია.