რუსეთიც ფინალურ სტადიაზეა

 დევისის თასის გათამაშება 2019 წლის ახალი ფორმატით გაიმართება

ყაზახეთის კვალდაკვალ, დევისის თასის ფინალურ სტადიაზე რუსეთის ნაკრებიც გავიდა. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები, საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 3:1 დაამარცხეს.

 

გამარჯვების ქულა რუსეთს კარენ ხაჩანოვმა მოუტანა. 22 წლის რუსმა მეჩოგნემ, რომელიც რეიტინგის მე-11 ნომერია გადამწყვეტ მატჩში ჰენრი ლააკსონენი სამ სეტში - 6:7, 7:6, 6:4 დაამარცხა. ჩოგბურთელებმა კორტზე თითქმის 3 საათი გაატარეს. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ლააკსონენი მსოფლიოს 142-ე ჩოგანია.

 

შეგახსენებთ, რომ დევისის თასის გათამაშება 2019 წლის ახალი ფორმატით გაიმართება.