ერთადერთი და დაუმარცხებელი

ვინ შეაჩერებს იუვენტუსს?

ტურინის იუვენტუსი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ერთადერთი გუნდია, რომელსაც შიდა ასპარეზზე 1 მატჩიც კი არ წაუგია. აქამდე პსჟ-ც წაუგებლად მიდიოდა, თუმცა ტომას ტუხელის გუნდი ლიგა 1-ის სტუმრად ლიონთან 1:2 დამარცხდა.

 

მიმდინარე სეზონს იუვენტუსი მართლაც, რომ მაღალ დონეზე ატარებს. ბიანკონერიმ სერია ა-ში 19 მატჩი მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და 60 ქულით ცხრილის სათავეშია. გარდა ამისა იტალიელები არც ჩემპიონთა ლიგაში ირცხვენენ თავს. H ჯგუფში ბებერმა ქალბატონმა 12 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა.

 

სერია ა-ს მომდევნო ტურში ტურინელები სტუმრად სასუოლოს დაუპირისპირდებიან, ევროასპარეზზე კი ალეგრის გუნდის მეტოქე მადრიდის ატლეტიკო გახლავთ.